logo
ENG



"ნაბიჯი არ უკავშირდება გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას" - ცაგერის მერმა თანამდებობა დატოვა

25 ნოე 202214:25
3 წუთის საკითხავი
 

ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე გადადგა. ამის შესახებ ნემსაძემ Facebook პოსტით განაცხადა.

მისი თქმით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო და ის არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას.

ნემსაძე აცხადებს, რომ კვლავ რჩება ქართული ოცნების წევრად.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას.

გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას!

მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ.

პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო” - აცხადებს გიორგი ნემსაძე.

 

close დახურვა